რუსეთის მოქალაქე კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების საქმიანობაში არის ეჭვმიტანილი

0
1240

რუსეთის საელჩო საფრანგეთში ქვეყნის ხელისუფლებისგან ალექსანდრე ვინიკის ექსტრადაციას ითხოვს.

რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ალექსანდრე ვივნიკს ბიტკოინით 4 მილიარდი დოლარის მითვისება ედება ბრალად.

ექსტრადაციის პროცესი კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაჭიანურდა. თუმცა მედიისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთის საელჩოს მოთხოვნას 30 მარტიდან მოყოლებული აიგნორებს.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრეს.

როგორც დადგინდა, დაკავებული კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სხვადასხვა ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გამოყენებით რუსეთის მოქალაქემ ფინანსური დანაშაული ჩაიდინა.

ამასთანავე, გამომძიებლემა დაადგინეს, რომ დაკავებული საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულშიც არის შემჩნეული.

უშუალოდ რუსეთში კი კრიპტოვალუტით არასანქიცრებული ქმედებების რაოდენობა ნამდვილად არ არის ცოტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი