პოლონეთის ერთ-ერთი ბანკი Blockchain-ის გამოყენებას იწყებს

0
1854

პოლონეთის დედაქალაქში დაფუძნებული ბანკი, Alior Bank-ი ეთერიუმის Blockchain-ს კლიენტების დოკუმენტების დამოწმებისთვის გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, როდესაც Alior-ის კლიენტი იღებს დოკუმენტს, მათ შეუძლიათ დაადასტურონ მისი ნამდვილობა Blockchain-ის გამოყენებით.

“დადასტურების შემდეგ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელ დოკუმენტზეა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უსაფრთხოდ არის შენახული და მონაცემების შეცვლა შეუძლებელია”,- განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.

გარდა პოლონეთის Alior Bank-ისა, Blockchain ტექნოლოგიას ბრაზილიის ბანკებიც აქტიურად ნერგავენ. რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის უმსხვილესი ბანკის, Bradesco-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები Blockchain პლატფორმას დანერგავენ.

Bradesco არ არის პირველი ბანკი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიით დაინეტერესდა. ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო ჯგუფი Santander-ი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავდა. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი