JPMorgan Chase: ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტით დაინტერესდნენ

0
1565

JPMorgan Chase-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტების ინდუსტრია 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების მზარდი ინტერესია.

ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის სტრატეგიის მმართველი დირექტორის ნიკოლაოს ფანიგირტზოგლუს ხელმძღვანელობით არის შედგენილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მკვლევრებმა ბოლო პერიოდში ციფრულ ვალუტის მოძრაობა შეისწავლეს.

როგორ ანგარიშში წერია, 2019 წლის მაისი კრიპტოვალუტებისა და განსაკუთრებით ბიტკოინისთვის მნიშვნელოვანი თვე იყო. ხანგრძლივი ფასის დაცემის შემდეგ მაისში კურსის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა.

ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია Big Four-ში შემავალმა ფირმამ KPMG-მ კრიპტოვალუტის შესახებ ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები აუცილებლად უნდა შეუერთდნენ ინდუსტრიას.

“კრიპტო აქტივს აქვს პოტენციალი. მაგრამ ინვესტორებისთვის ამ პოტენციალის გააზრებაა საჭირო. ინსტიტუციონალიზაცია არის ბანკების, საბროკერო კომპანიების, ბირჟების, საგადახდო პროვაიდერების და სხვა გლობალური ფინანსური მომსახურების ეკოსისტემის კრიპტოვალუტის ბაზარზე მონაწილეობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა კრიპტოვალუტის მიმართ გაჩნდეს მეტი ნდობა”,-აღნიშნული იყო ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი