სლოვენია კრიპტოვალუტით გადარიცხვებზე გადასახადს მომავალ წელს დააწესებს

0
865

სლოვენიის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტის მოგების გადასახადთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იწყებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიზანია ინვესტორების განწყობის გაგებაც.

თუ სლოვენიის საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონი ამოქმედდება, შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს 10%-იან საგადასახადო განაკვეთს ყოველ კონვერტაციასა და კრიპტოვალუტით განხორციელებულ გადახდებზე.

თუმცა საგადასახადო ვალდებულების ზღვარი დაწესდება 15.000 ევრომდე. ამ ლიმიტის ფარგლებში ინვესტორები კრიპტო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს წინადადება, სავარაუდოდ, 10 ნოემბრისთვის იქნება მიღებული, კანონი 2022 წლის პირველ იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ სლოვენიის რესპუბლიკის ფინანსურმა ადმინისტრაციამ 10%-იანი გადასახადის დაწესება დაანონსა.

”ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ იბეგრება არა მოგება, არამედ ის თანხა, რომელსაც იღებს სლოვენიის საგადასახადო რეზიდენტი საბანკო ანგარიშზე ციფრული ვალუტის ნაღდ ფულად კონვერტირების დროს”,- აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი