KuCoin Wallet-ი განვითარებას განაგრძობს

0
786

კრიპტოვალუტის ბირჟა KuCoin-ი ტოკენების ვაჭრობის შესაძლებლობას თავის შიდა საფულეში დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ბაზრის შემქმნელის 1inch-ის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის ინტეგრაციის შემდეგ დანერგავს.

1inch’s Pathfinder-ის ალგორითმი გაზრდის KuCoin Wallet-ის ფუნქციონირებას ბირჟაზე გაშვებული დეცენტრალიზებული საფულის პლატფორმისათვის, რომელიც აღჭურვილია ჯვარედინი ვაჭრობის ფუნქციით და DeFi-ისა და NFT-ის მხარდაჭერაც გააჩნია.

ალგორითმი დააგროვებს ლიკვიდობას 250-ზე მეტი წყაროდან ავტომატური ბაზრის შემქმნელებისა და აქტიური ბაზრის შემქმნელებისგან DeFi ეკოსისტემაში. 1inch-ი ჩართულია ლიკვიდობის წყაროებში, რომლებიც მუშაობს ცხრა სხვადასხვა Blockchain ქსელზე, რაც უზრუნველყოფს სავაჭრო აქტივების წყვილების ფართო სპექტის შეთავაზებებს.

პარტნიორობა ასევე მისცემს KuCoin Wallet-ის მომხმარებლებს წვდომას 1inch’s Limit Order Protocol ფუნქციაზე. ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს წინასწარ სასურველი მონეტა იმ ფასად, რაც მისთვის მისაღებია და შესყიდვა ხორციელდება ავტომატურად მას შემდეგ, რაც მონეტა მითითებულ ფასს მიაღწევს.

აღნიშნული წინასწარი შეკვეთები ასევე მოიცავს ეთერიუმის შეკვეთებს, Blockchain-ზე შეთავაზებების მოთხოვნას და სხვა ტოკენებს, რომლებიც საჭიროებენ ნებართვას და არა ტრანზაქციის დამტკიცებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი