ნიდერლანდების საპორტო სისტემაში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად ინერგება

0
1295

ნიდერლანდების ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების პროვაიდერმა Portbase-მა წარმატებით დაასრულა ინტეგრაცია Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმა TradeLens-თან.

ისინი ერთად ამუშავებენ ამსტერდამისა და როტერდამის პორტების ოპერაციებსა და ძირითად პროცესებს.

განცხადების თანახმად, Portbase და TradeLens ელიან ციფრული პორტის ინფრასტრუქტურის მართვის სისტემის მეშვეობით გადამზიდავების, პორტებისა და ტერმინალების გლობალური ეკოსისტემის შექმნას.

Portbase- ის მმართველმა დირექტორმა ივან ვან დერ ვოლფმა განმარტა, თუ როგორ გამოიყენება Blockchain ტექნოლოგია კომპანიის ოპერაციების უფრო ეფექტურად ორგანიზებისთვის:

”ეს საშუალებას აძლევს ლოჯისტიკური ჯაჭვის ყველა მოთამაშეს მარტივად, სწრაფად და საიმედოდ გაუზიარონ მონაცემები ერთმანეთს, გაზარდონ ვაჭრობა და ა.შ”.

ზოგადად ნიდერლანდები Blockchain ტექნოლოგიების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის დავალებით Blockchain-ის კვლევის ჯგუფი შეიქმნა.

სამინისტრომ ჯგუფი შექმნა, სახელწოდებით “Top Team ICT”, რომლის მოვალეობა იყო გამოეკვლია Blockchain ტექნოლოგიის განვითარების საკითხები, წარმოების კანონიერი გზები და ეკონომიკური გავლენები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი