აშშ-ში ბიტკოინის აპარატების რიცხვი გაზრდილია

0
1207

გასული წლის განმავლობაში აშშ–ში ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა 177%–ით გაიზარდა.

2020 წლის პირველი მარტიდან მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი 10.000-ს უახლოვდება. Coin ATM Radar–ის უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამინდელი რაოდენობა 16.835–ს შეადგენს, რაც 57,5%–იანი ზრდაა, ანუ დამატემულია 9.683 ახალი აპარატი.

ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, მედია წერდა, რომ წლის ზრდის სტატისტკამ გასაოცარი მაჩვენებლი დადო, რაც 80%-ს შეადგენდა. წინა წლების მსგავსად აპარატების დამონტაჟების ყველაზე აქტიური ზონა წელსაც ამერიკაა.

2020 წლის პირველი მარტიდან დღემდე აშშ-ში ბიტკოინების ბანკომატების მონტაჟის სტატისტიკა 177%-ით გაიზარდა, რადგან გასული წლის პირველ მარტს იქ სულ, რაღაც 4945 ბანკომატი ფიქსირდებოდა. დღეს კი 13,699 ბიტკოინ ბანკომატია შტატების ტერიტორიაზე განთავსებული. აშშ-ს შემდეგ ყველაზე მზარდი კოეფიციენტი კანადას აქვს. მსოფლიოში დამონტაჟებული ბანკომატების 7,5% მხოლოდ კანადაზე მოდის.

Coin ATM Radar–ი თვალყურს ადევნებს ასევე ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას, სადაც არათანაბარი დინამიკის, მაგრამ მაინც აქტიური ზრდა შეინიშნებოდა. ავსტრია ბიტკოინის აპარატის მოულოდნელ მატებასა და კლებას განიცდის. ბრიტანეთში კი მცირე განსხვავებებით მიმდინარეობს ბიტკოინის აპარატების დამონტაჟების სტატისტიკის ცვლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი