პალაუმ, ცოტა ხნის წინ, ახალი ციფრული ფინანსების პროგრამა წამოიწყო, რომლის მიზანიც ქვეყანაში ახალგაზრდული კონტიგენტის გადინების შემცირებაა. ამისათვის პალაუს რესპუბლიკამ საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა დაიწყო.
Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ზაო, პირადად ეწვია წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოს და NFT-ების გამოფენას დაესწრო, ასევე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ სურანჯელ ს. უიპს.
პალაუმ აღნიშნული Root Name System (RNS) ციფრული რეზიდენციის პროგრამა ჯერ კიდევ იანვარში წარუდგინა საზოგადოებას. პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა კალიფორნიის შტატში არსებულმა Cryptic Labs-მა მიიღო.
ქვეყანამ უკვე გამოუშვა საიდენტიფიკაცციო ბარათების ფიზიკური ვერსიები.
ახალი RNS ID NFT-ების დაგეგმილი გამოყენება მოიცავს Know Your Customer-ის (KYC) ფუნქციებს, ციფრულ ბანკზე წვდომას, დამოწმებულ ჯაჭვზე არსებულ ხელმოწერებს და სერვისებზე წვდომას, რომლებიც საჭიროებენ მთავრობის მიერ გაცემულ იდენტიფიკაციას.