Reddit-ის მფლობელი: კრიპტოვალუტას პოტენციალი აქვს, რომ გახდეს “ახალი ინტერნეტი”

0
2193

ბიტკოინსა და კრიპტოვალუტას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს “ახალი ინტერნეტი”, მაღალი არასტაბილურობის მიუხედავად.

ამის შესახებ სოციალური მედიის Reddit-ის დამფუძნებელი, ალექსის ოენიანი აცხადებს.

CBS-ის ტელეწამყვან სტივენ კოლბერტთან საუბრისას ოენიანმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის იდეა გლობალური მასშტაბისაა და არცერთი სახელმწიფოს საკუთრებას არ გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ ეს იდეა უფრო განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის სულელურად ჟღერს, როგორიც არის აშშ, ოენიანი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ნამდვილი ღირებულება არის მისი გლობალურად გავრცელება. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური სტაბილურობა ნაკლებად არის.

“ადამიანებმა მსოფლიოს გარშემო იციან, რომ უსაფრთხოა ის, რაც მათია და მათ ეკუთვნით. ახლა კრიპტოვალუტა არის ციფრული. მისი ტრანსფერი თქვენთან ერთად ნებისმიერი ადგილასაა შესაძლებელი, სადაც არ უნდა იყოთ”,-განაცხადა ალექსის ოენიანმა.

შეგასენებთ, რომ გასულ კვირას, Reddit-ის ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პლატფორმა გეგმავს კომპანიის “ოქროს წევრებს” ხელხლა გააცნოს შეთავაზება, რომელიც გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის გამოყენებას ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი