იაპონიაში კორონავირუსის გამო ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის შესახებ კონფერენცია გადაიდო

0
1628

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის სექტორში მომუშავე პირების კიდევ ერთი კონფერენცია გადაიდო. კონფერენციის გადადების მიზეზი კი არის კორონავირუსის გლობალური გავრცელება.

TEAMZ Blockchain Summit-ი, უდიდესი Blockchain კონფერენცია 22-23 აპრილს იაპონიაში უნდა ჩატარებულიყო. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია კონფერენციის ჩატარების თარიღმა 28 სექტემბრამდე გადაიწია.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია ცდილობს სამომავლო პოლიტიკა ციფრულ ვალუტასთან და კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებით იყოს გამარტივებული. თუმცა ამასთანავე, პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად კეთდება განცხადება, რომ სექტორი უნდა იყოს უსაფრთხო, დარეგულირებული და გამჭვირვალე.

”TEAMZ-ი ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის გლობალურ განვითარებას. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ სამიტზე დამსწრე პირების უსაფრთხოები გამო, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიერთ კონფერენციის სექტემბერში გადადება”,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 16 იანვარს დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 23 თებერვალს ტოკიოში იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღეც კი არ აღინიშნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი