სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ აპირებს

0
1851

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ აპირებს. ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ ამან ტრადიციული ეკონომიკის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

Korea Times- ის ინფორმაციით, ბანკი თავს იკავებს ციფრული ვალუტის გამოშვებისგან, რადგან მიიჩნევს, რომ ციფრულმა ვალუტამ მონეტარულ პოლიტიკაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამან კი შეიძლება ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, უფრო შორსაც წავიდა კორეის ცენტრალური ბანკი და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ფუნქციებს არ ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული საკითხების კვლევას, კრიპტოვალუტა კვლავ რისკის შემცველ აქტივად განიხილება.

“ჩვენი აზრით, ციფრული ვალუტები ექვემდებარებიან საკრედიტო და იურიდიულ მენეჯმენტთან დაკავშირებულ რისკების სხვადასხვა კატეგორიას”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის ეკონომისტმა ვონ ოჰ-იკმა.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია ასეთი ფრაზა: “სასურველია, რომ სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი იყოს ერთადერთი სუბიექტი, რომელიც მთლიანად გააკონტროლებს ფულის გაცემას”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი