3 თებერვალს ციფრული ვალუტების ფასები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0
1067

ოთხშაბათს, 3 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა.

დღეს ბიტკოინის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი 37.100 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ეს კი იმ ფონზე, როცა 2 თებერვალს ბიტკოინზე ვაჭრობა 35.510 დოლარზე დაიხურა.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 6.38%-ით არის გაუმჯობესებული.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი ჯერ 40.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს, ხოლო შემდეგ ფასი 50.000 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 1.642 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა. ალტკოინმა 1.600 დოლარის დონე გადალახა. ახლა უკვე მომდევნო სამიზნე ფასი 2.000 დოლარია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა თითქმის 12%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 თებერვლას კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 119 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი