ინდოეთში ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა იწყებს ოპერირებას

0
1517

სახელმწიფოს მიერ მკაცრი სანქციების დაკისრების შემდეგ ინდოეთში ახალი კრიპროვალუტის ბირჟა გაიხსნა.

ციფრული ვალუტის ბირჟას BitPolo ჰქვია. ბირჟამ ოპერირება 6 მაისს დაიწყო.

თავდაპირველად ბირჟა მარტში დაარსდა. იმავე თვეში უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ცენტრალური ბანკის სასარგებლოდ და კრიპტო ბიზნესის საზიანოდ.

BitPolo-ზე შესაძლებელია ბიტკოინით ვაჭრობა.

Bitpolo–ს მთავარი ბიზნეს მენეჯერის, სურეშ ჩოუდრას განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირჟის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ კრიზისის დროს ახლადგახსნილმა ბირჟამ ფუნქციონირ

”სამყარო პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევას ნელ-ნელა იწყებს. ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის ბაზრის გაზრდა გვჭირდება”,- აღნიშნა ბირჟის მენეჯერმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟები ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებულ მკაფიო მითითებების გაგზავნას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტო კომპანიებზე მომსახურების გაწევის აკრძალვის შემდეგ, ქვეყნის ციფრული ვალუტების ბირჟა მკაფიო საგადასახადო მითითებების ჩამოყალიბებას ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი