ნიუ-იორკის გუბერნატორობის კანდიდატი მაინინგის კომპანიებისთვის მარეგულირებელი სიცხადის ნაკლებობას აკრიტიკებს

0
998

ფედერალურ არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი, რის გამოც ნიუ-იორკში წინა საარჩევნო აქტოვობა გაზრდილია.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორობის კანდიდატი, ჯუმაან უილიამსი კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემას აქტუალობას სძენს და მარეგულირებელი სიცხადის ნაკლებობას აკრიტიკებს.

ახალი კანდიდატი ნიუ-იორკში, სენეკას ტბის ეკოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე აქტივისტებს შეხვდა. უილიამსმა მოუწოდა ამჟამინდელ გუბერნატორს, ქეითი ჰოჩულს, მაინინგ ფირმებისათვის გაცემულ ნებართებზე უარი თქვას, რადგან ბოლოს გაცემულმა ნებართვამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია გარემოსდამცველ საზოგადოებაში.

გუბერნატორობის კანდიდატმა მაგალითად ჩინეთი მოიყვანა, სადაც მსგავსი ან სხვა მიზეზებით აკრძალეს და დახურეს მაინიგის ცენტრები.

”ამერიკის მაინინგ კომპანიების 20% ნიუ-იორკის შტატში ყოველგვარი ზედამხედველობისა და რეგულირების გარეშე მუშაობს. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები ახლავე, ვიდრე მოგვიანებით გავუმკლავდეთ შედეგებს. ამისათვის კი სენეკას ტბის და მთელი ნიუ-იორკის შტატის მასშტაბით სწორი ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ”,- აღნიშნა უილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში ნიუ–იორკის ადგილობრივი მოსახლეობა Greenidge Generation–ის გაზზე მომუშავე ბიტკოინის მაინინგის ცენტრს შტატში სენეკას ტბის “გათბობაში” ადანაშაულებდა.

მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა ტბის ტემპერატურის ზრდის გამო. ტბაზე დასახლებული კალმახის სახეობების მდგრადობა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საზრუნავია, თევზები ვითარდებიან 52F და 64F ტემპერატურაზე, ხოლო 75F-ზე მეტი დონე ზოგიერთი სახეობისთვის ლეტალური აღმოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი