ვენესუელაში მაინინგის ოპერციების განხორციელება გარკვეული ადგილებიდან აიკრძალა

0
1171

ვენესუელას მთავრობის წარმომადგენელმა, ილდემარო ვილაროულმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგმა შესაძლოა, ქვეყნის ელექტროენერგიის განაწილებას ზიანი მიაყენოს.

მან აღნიშნა, რომ მაინინგის ოპერაციების ჩატარება არ დაიშვება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებში.

15 ივლისს ოფიციალური გამოსვლის დროს ილდემარო ვილაროულმა განაცხადა, რომ მაინინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება „მაღალი ენერგომოხმარების“ გამო აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისში ვენესუელამ კრიპტოვალუტის მაინინგი ლეგალურად სცნო. ვენესუელის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი “სრულიად კანონიერი საქმიანობაა”.

“დღესდღეობით, მაინინგი სრულად არის ლეგალური”, – აცხადებს ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კარლოს ვარგასი. ეს იმის ფონზე, როდესაც 2017 წელს, ვენესუელის ხელისუფლება მაინინგთან დაკავშირებით გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრობდა.

“უზენაესი სასამართლოსთან შეხვედრები გვქონდა, სადაც საუბარი იყო იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც წინა წლებში ციფრულ ვალუტასთან კავშირისთვის დააპატიმრეს”.- აღნიშნა ვარგასმა. როგორც ცნობილი გახდა, ამ ადამიანებს სასჯელი მოეხსენებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი