რუსეთში კრიპტოვალუტა პოპულარობას ინარჩუნებს

0
825

რუსეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მოქალაქეები მთლიანობაში 16,5 ტრილიონი რუბლის (214 მილიარდი დოლარი) ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობენ.

Bloomberg-ის თანახმად, რუსები მთლიანი გლობალური კრიპტო-ჰოლდინგის დაახლოებით 12%-ს ფლობენ. კრიპტო-ჰოლდინგმა ამ შეფასების გაკეთება მომხმარებელების IP-ის ანალიზით შეძლო. მათ ასევე რამდენიმე სხვა მონაცემთა ბაზითაც ისარგებლეს.

რუსეთის მოქალაქეების კრიპტოჰოლდინგის ანალიზი ტარდება კრიპტო ბაზრის მიმოხილვისა და ახალი რეგულაციების ფორმულირებისთვის. აღნიშნული წინადადებების განხილვა კი, ჯერ არ დასრულებულა.

სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, რადგან ქვეყნაში არ არსებობს მყარი მარეგულირებელი სისტემა.

კრიპტო-ჰოლდინგის აღნიშნული შეფასება წინა ანალიზისგან რადიკალურად განსხვავდება. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები 5 ტრილიონი რუბლის ღირებულების ციფრულ ვალუტას ფლობდნენ.

2021 წლის ივლისში კი ძირითადი ადგილობრივი ბანკების მიერ მოხსენებულ შეფასებებზე დაყრდნობით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ივარაუდა, რომ რუსეთის მოსახლეობის კრიპტოტრანზაქციების ჯამური წლიური მოცულობა 350 მილიარდ რუბლს, ანუ 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი