მექსიკაში ბიზნესის კვლევის ცენტრის დირექტორი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კრიზისის დროს კრიპტოვალუაში ნაჩქარევი ინვესტიციები არ განახორციელონ.
4 მაისს, ბიზნესის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ალბერტო ბარიოსიმ, მექსიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ციფრულ ვალუტაში ნებისმიერი სახის ინვესტიციას მოერიდონ.
ადგილობრივ გამოცემა, El Heraldo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ალბერტო ბარიოსამ განაცხადა, რომ COVID-19 კრიზისის გამო არსებობს ფინანსური სპეკულაციის საფრთხე.
აქედან გამომდინარე, დიდი რისკია ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში ყველა კრიპტოვალუტის ბირჟას და ასევე ყველა ბანკს, რომელიც ციფრული ვალუტით მომსახურებას ახორციელებს მექსიკის ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ლიცენზია აქვს.
იმისათვის, რომ ლიცენზია მიიღოს ციფრულ ვალუტაში მომუშავე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქმიანობის შესახებ დეტალური ბიზნეს გეგმა.
ფინანსური ორგანიზაციები ასევე ვალდებულნი არიან კრიპტოვალუტის სავაჭრო პროცესში ჩართული ყველა მომხმარებელის ვინაობა იცოდნენ.
გარდა ამისა, კლიენტის მიერ შეძენილმა ნებისმიერმა აქტივმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიაროს.