იემენში კრიპტოვალუტას ჰუმანიტარული დახმარებისთვის იყენებენ

0
868

იემენის მოქალაქე კრიპტოვალუტის შემოწირულობებს სამოქალაქო ომის დროს შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს.

Reddit–ის პოსტის თანახმად, yemenvoice–იდან, იემენის მოქალაქემ ათასობით დოლარი კრიპტო შემოწირულობით შეაგროვა. შემოწირულობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილი გახდა, 22 ოჯახს უკვე დაეხმარნენ.

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბისლის თქმით, იემენში 16 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 400,000 ბავშვია.

ცალკეული ანგარიშის თანახმად, საკვების მარაგი უკვე კრიტიკულ დონეზეა. პლატფორმა Yemenvoice-ი აცხადებს, რომ უკვე შეძლეს “ალყის გარღვევა” და სახსრების მოპოვება, რათა ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენებით საკვების შეძენა შესაძლებელი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ Reddit–ის ბევრმა მომხმარებელმა გამოხატა მხარდაჭერა და განახორციელა დონაცია, ბევრმა მათგანმა გამოთქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა იემენის მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ კრიპტოვალუტის უსაფრთხო გამოყენების გზის პოვნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი