Blockchain კომპანია კრიპტო დანაშაულის გამომჟღავნების სისტემას ქმნის

0
1172

ნიუ–იორკში დაფუძნებული Blockchain კომპანია Chainalysis–ი ინიციატვით გამოდის.

კომპანიის ახალი წამოწყება კრიპტოვალუტის დანაშაულის ანალიზს ეხება.

4 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომაპნიის ახალი სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ გაირკვევს და გამომჟღავნდეს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა და დადგინდეს უკანონო ოპერაციების მექანიზმები.

Chainalysis-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის წამოწყებას მხარს უჭერს მარეგულირებელი ორგანოები, კიბერუსაფრთხოების კომპანიები და სამართალდამცავი უწყებები.

აპრილის დასაწყისში ესპენის ინსტიტუტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილის, ტონია უგოროტცის ონლაინ შეხვედრის მიმდინარეობის დროს საუბარი შეეხო ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებს.

ცნობილი გახდა, რომ კიბერდანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული სამჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი კი COVID-19–ის პანდემიის ფონზე ხდება.

”ჩვენ ჩვეულებრივ, დღეში 1000 საჩივარს ვიღებთ. ახლა კი ეს რიცხი 3000-დან 4000-მდე არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს კრიპტოვალუტების სხვადასხვა სახით გამოყენება გახშირდა. თუმცა, სამწუხაროდ, მოიმატა კრიპტო დანაშაულის ფაქტებმაც”,-აღნიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი