ვენესუელის პრეზიდენტი ეროვნულ კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ბანკს აარსებს

0
2090

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელის ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროზე დაფუძნებულ ბანკს აარსებს.

ბანკი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინიციატივებს მხარს დაუჭერს და მათი იდეების განსახორციელებლად კრედიტებსაც გასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

Chamba Juvenil-ის გეგმის შესახებ მსჯელობის დროს, რომელიც არის სოციალური პროგრამა და, რომელმაც ახალგაზრდების დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი, მადურომ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად საკუთარი მაინინგ ფერმერები უნდა შეინარჩუნონ.

შეგახსენებთ, რომ პეტროს წინასწარი გაყიდვის დროს, რომელიც 20 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, მონაწილეობდა დაახლოებით, 127 ქვეყანა და მთლიანმა გაყიდვამ 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მადუროს ინიციატივა, შეექმნა ეროვნული კრიპტოვალუტა საერთაშორისო კითხვებზე პასუხი იყო, კერძოდ კი ეს იყო რეაქცია დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც, ამჟამადაც, მიმდინარეობს ვენესუელის წინააღმდეგ.

ამჟამად, ვენესუელის ეკონომიკა ჰიპერინფლაციას განიცდის. დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების გამოყენება, როგორიცაა ბიტკოინი უფრო მიმზიდველი ხდება მოქალაქეებისთვის, რადგან მათ ბიტკოინი ვენესუელურ ბოლივარზე უფრო ნაკლებ სარისკოდ მიაჩნიათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი