დანიის საგადასახადო უწყება სამ კრიპტობირჟას ამოწმებს

0
2072

დანიის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ქვეყნის საგადასახადო საბჭოს მიერ მოიპოვოს ინფორმაცია კრიპტოვალუტის ყველა ტრანზაქციის შესახებ. ამ ეტაპზე სააგენტო სამი ადგილობრივი ბირჟის საქმიანობით დაინტერესდა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

სააგენტო ბირჟებისგან საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციის გამოთხოვას აპირებს. სააგენტოს ყველა მომხმარებლის პირად ინფორმაციასა და ტრანზაქციაზე წვდომა სურს. პერიოდი არცთუ ისე მცირეა და ის მოიცავას 2016 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე ბირჟების ჩანაწერებს.

საგადასახადო ორგანომ განაცხადა, რომ ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმის საჩვენებლად, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობს გადასახადებსაც დროულად იხდის და არ არის არანაირი სახის გადაცდომა.

თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეციფიკური ტრანზაქციები ცალკე გამოიყოფა და ანალიტიკოსების მიერ დამუშავდება.

სააგენტოს დირექტორმა კირინ ბერგენმა განაცხადა, რომ მისი ახალი მანდატი, რომელიც კრიპტოვალუტის სფეროს კონტროლს უკავშირდება სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მასშტაბურია და ამიტომაც მასზე უფრო ყურადღებით დაკვირვება არის საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი