მარკ კუბანს სასამართლოში დავა ემუქრება

0
820

მარკ კუბანს, Voyager-ის კრიპტო პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, სასამართლოში დავა ემუქრება.

მარკ კუბანი, მილიარდერი მეწარმე, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო კრიპტო ეკოსისტემაში გასული წლის განმავლობაში, სასამართლო სარჩელის წინაშე დგას გაკოტრებულ კრიპტო საბროკერო ფირმა – Voyager Digital-ში თავისი აქციების წილის გამო.

მოსკოვიცის იურიდიულმა კომპანიამ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში სამხრეთ ფლორიდაში კუბანის წინააღმდეგ Voyager-ის არარეგულირებადი კრიპტო პროდუქტების პოპულარიზაციის გამო. აღნიშნულ საქმეზე სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სხდომას ითხოვდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ კუბანმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, რომ მისი აქციები სხვა კონკურენტ ბირჟებთან შედარებით იაფი იყო, ამიტომ კლიენტებს მოსაზიდად ხშირად სთავაზობდა გარკვეულ უფასო ფინანსურ სერვისებს.

“კუბანმა, Voyager Digital-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სტივენ ერლიხთან ერთად, გამოიყენა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, რათა შეცდომაში შეეყვენათ გამოუცდელი მომხმარებლები და მათი დანაზოგები ჩაედოთ მათთვის უცნობ ინვესტიციაში. ეს საქციელი კი მოგვიანებით Ponzi Scheme-ის სახლით გახდა ცნობილი”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი