აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარეს კრიპტოვალუტის საკითხში ახალი მრჩეველი ჰყავს

0
751

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა მრჩევლის პოზიციაზე ახალი თანამშრომელი აიყვანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კორი ფრეიერი გენსლერის აღმასრულებელ პერსონალს შეუერთდება, როგორც უფროსი მრჩეველი სააგენტოს ზედამხედველობის და კრიპტოვალუტის საკითხებში.

მანამდე კორი ფრეიერი მუშაობდა, როგორც სენატის საბანკო კომიტეტის თანამშრომლად, ასევე წარმომადგენლობით პალატაში მაქსინ უოტერსთან და ბრედ მილერთან ერთად, სადაც პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის პოლიტიკის მრჩეველი იყო.

კორი ფრეიერის დანიშვნა კომისიის თავმჯდომარის აღმასრულებელ შტაბში მოხდა ფილიპ ჰევენშტეინის, ჯენიფერ სონგერის და ხორხე ტენრეიროს დანიშვნის პარალელურად, რომლებიც იმუშავებენ, შესაბამისად, ოპერაციულ, ინვესტიციების მართვისა და აღმასრულებელ მრჩევლებად.

როგორც გენსლემა აღნიშნა, გუნდს შესძინა ღირებული კადრები პოლიტიკის, აღსრულებისა და სააგენტოს ოპერაციების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია, საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისია და ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი ერთად მუშაობენ ციფრული ვალუტების რეგულირების საკითხზე.

თუმცა თითოეულს აქვს განსხვავებული მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც კრიპტოვალუტის კომპანიებს შეუძლიათ ქვეყანაში ლეგალურად მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი