Web3 ტაივანს ინფორმაციის დაცვაში დაეხმარება

0
783

ტაივანის ციფრული საქმეთა სამინისტრო (MODA) გეგმავს დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების დანერგვას თავის ვებ-პორტალში კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. IPFS-ი არის Web3 ტექნოლოგია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები გამოიყენებენ ფაილების დეცენტრალიზებული გაზიარებისთვის.

IPFS-ი ამოიცნობს შინაარსს ფაილების ჰეშების საშუალებით, რაც სხვადასხვა მხარის მიერ შენახული ფაილების პოვნის მარტივ გზას სთავაზობს მომხმარებელს.

განვითარების ასეთ ეტაპზე გადასვლა ტაივანის მხრიდან უმიზეზოდ არ მომხდარა. როგორც ცნობილია, ქვეყანას, ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სტუმრობდა, რომლის ვიზიტიც გახდა კონტინენტური ჩინეთის მხრიდან არაერთი მუქარის მიზეზი.

ამის ფონზე სამთავრობო საიტებზე კიბერ შეტევების რიცხვი გაიზარდა. ითიშებოდა ვებსაიტები და მიუწვდომელი იყო სერვისები გარკვეული დროით, რაც საკმაო დისკონფორტს უქმნიდა ტაივანის მთავრობას. შედეგად კი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ სპიკერის ვიზიტს მხოლოდ ტექნოლოგიური “არეულობა” არ გამოუწვევია ქვეყანაში, მან ასევე კრიპტო ბაზარზეც ააგორა უზარმაზარი ტალღა და გასული რამდენიმე დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი 23 500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი