ბაჰამის კუნძულების ციფრული ვალუტა სრულად ადაპტირებული 2020 წელს იქნება

0
1669

ბაჰამის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Nassau Guardian-ი ავრცელებს.

ხვალ, ცენტრალური ბანკი ოფიციალურ ხელშეკრულებას ტრანზაქციის მიმწოდებელ NZIA.io-თან ხელს მოაწერს, რათა შეიქმანს Sand Dollar-ი, ბაჰამის კუნძულების პირველი ციფრული ვალუტა.

Sand Dollar-ი იქნება ინტეგრირებული და ხელმისაწვდომი ელექტრონული გადახდის სისტემა. ეს სისტემა შექმნილია, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის, ასევე ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს კუნძულზე მცხოვრებთათვის ციფრულ გადახდებთან თანაბარი ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და მომსახურეობის ხარჯების შემცირებას.

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის მმართველის, ჯონ როლის განცხადებით, ციფრული ვალუტის სრული მიღება 2020 წელს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ პირველად ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ 2018 წლის ივნისში განაცხადა. ივლისში გამართულ Blockchain-ისა და კრიპტოვლუტის კონფერენციაზე ბაჰამის კუნძულების ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა პეტერ თარქნესთმა კი აღნიშნა, რომ ციფრული გადახდის სერვისის შემოღება ახალი ეპოქის დასაწყისი გახდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი