ბიტკოინის ფასი კვლავ 10.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა

0
1229

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 28-29 აგვისტოს პერიოდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღეებში ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.

28 აგვისტოს კრიპტოვალუტის კურსი ნახევარი საათის განმავლობაში 600 დოლარით დაეცა. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა.

29 აგვისტოს ფასი კიდევ უფრო დაეცა. კურსი 9.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა მიუხედავად ასეთი რყევებისა, ბიტკოინის კურსმა ფასის გაუმჯობესება შესძლო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი კვლავ 10.337 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კურსის გაუმჯობესების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ ბაზარზე ბიტკოინი წილი 70%-ია.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 სექტემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 185 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი