კრიპტოვალუტის კურსის რყევა: 5 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2579

5 აპრილს ბიტკოინის ფასი შემცირდა და 7.000 დოლარის ქვემოთ ჩამოვიდა. კვირის განმავლობაში მომატებული კურსი ისევ, დაღმასვლისკენ წავიდა.

ბიტკოინი ამჟამად, 6.811 დოლარი ღირს. კურსმა 24 საათის განმავლობაში თითქმის 4%-ით დაიწია. ამ კვირაში ბიტკოინის ფასი 7.000 დოლარის მაჩვენებელს ასცდა.

ამიტომ დღევანდელი ფასის დაცემის მიზეზი შესაძლოა, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მარეგულირებლის მიერ წამოყენებული მოთხოვნები იყოს. იაპონიასა და სამხრეთ კორეას არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩება. ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ fintech კომპანიების მიმართ გამოძიება დაიწყო.

ეთერიუმის კურსი ჯერ კიდევ 400 დოლარის ქვემოთ იმყოფება. ამჟამად, კრიპტოვალუტა დაახლოებით, 382 დოლარი ღირს. ეთერიუმის ფასი 24 საათის განმავლობაში ერთ პროცანტამდე შემცირდა.

CoinMarketCap-ზე განთავსებულ კრიპტოვალუტების ათეულში 10%-ზე მეტით არც ერთ კრიპტოვალუტას არ დაუკლია. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ბაზრის ვარდნა არ არის ბიტკოინის დაცემის წინა შემთხევის მსგავსი მოვლენა, როდესაც კურსი 7.000 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი