კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

0
1915

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 49-დან და 69 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ლაიტკოინთან დაკავშირებით ანალიტიკოსები მკვეთრ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მოსალოდნელია, როგორც კლების ისე ზრდის ტენდენციები.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი 69 დოლარის ნიშნულს ასცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასი 89-სა და 94 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუკი, ლიატკოინი ფასის ზრდის ტენდენციას აჩვენებს მაშინ ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება კარდანოს, ამ ეტაპზე კარდანოს ღირებულება 0.083279 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ კარდანოც სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ფასის ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

27 სექტემბერს კარდანოზე ვაჭრობა 0.079466 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.087636 დოლარი იყო, ხოლო კარდანოზე ვაჭრობა 0.086001 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას, ხოლო თუკი კრიპტოვალუტის კურსი 0.071355 დოლარამდე ჩამოვა ეს კლების ტენდენცია იქნება და ამ დროს ექსპერტები ინვესტორებს ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი