16 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1356

კვირას, 16 თებერვალს კრიპტოვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი 12%-დან 1%-მდე შემცირდა.

ციფრული ვალუტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინოა ბიტკოინის კურსის მოძრაობა.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1.45%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ნელ-ნელა 9.700 დოლარს უახლოვდება.

ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 10.000 დოლარის დონე დატოვა და 9.788 დოლარამდე დაიკლო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 6.86%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 250 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 15 თებერვალს დაფიქსირებული ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ კურსებს შორის ყველაზე მაღალი იყო და ის 287 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 282.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი