ჩილეს მსხვილი ბანკები ისევ უარს აცხადებენ კრიპტობირჟისთვის ანგარიშის გახსნაზე

0
1600

ჩილეს ორმა მსხვილმა ბანკმა უზენაეს სასამართლოს მოუწოდა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინაააღმდეგება ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი La Tercera ავრცელებს.

Banco del Estado-მ და Itau Corpbanca-მ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კრიპტოვალუტის ბირჟა OrionX-თან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ბანკებს აქვთ ლეგალური უფლება არ უზრუნველყონ კრიპტოვალუტის კომპანიების მომსახურეობა.

ამასთანავე, ბანკების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტები არ რეგულირდება ჩილეს კანონმდებლობით და, შესაბამისად, მათ საბანკო მომსახურეობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რისკები, მათ შორის ფულის გათეთრებაც.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში ჩილეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი კრიპტოვალუტის ბირჟის, Orionx-ის სასარგებლოდ გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ბანკს, Banco Estado-ს კომპანიისთვის დეპოზიტის ანგარიში ხელახლა უნდა გაეხსნა.

თავის მხრივ, ბანკი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და ანგარიში დახურა მარეგულირებელი სტრუქტურის მიხედვით.

ჩილეს ფინანსთა მინისტრმა, ფელიპე ლარეინმა კი მარეგულირებელი სტრუქტურის შესახებ განაცხადა: “ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მსგავსი პრობელმა აქვს და არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი მათ მოსაგვარებლად, ჩვენ ვიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს, რომ დავარეგულიროთ ეს ახალი ფენომენი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი