Facebook-მა ახალი საფინანსო ფირმა Libra Networks-ი დააფუძნა

0
1669

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უმსხვილესმა სოციალურმა მედიამ, Facebook-მა ახალი საფინანსო ფირმა Libra Networks-ი ჩამოაყალიბა.

ამერიკული მედია ინფორმაციას ჟენევის კომერციულ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია ჟენევაში 2 მაისს დარეგისტრირდა. Libra Networks-ის მიზანია ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, საინვესტიციო საქმიანობასთან, გადასახადებთან, დაფინანსებასთან და მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული ტექნოლოგიის განვითარება, მათ შორის Blockchain ტექნოლოგიისაც.

მედია აქტიურად წერს, რომ Facebook-ის მიერ Libra Networks-ის დაარსება კომპანიის კრიპტო პროექტის ნაწილია. ცნობილია, რომ კომპანიამ დაიქირავა ციფრული ვალუტის ექსპერტები, რათა Facebook-ი გეგმავს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშევბას.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი კრისტიან ქეთელინი შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის Facebook-ისთვის კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ანონიმური წყაროები აცხადებდნენ, რომ Facebook-მა შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა 2019 წლის მესამე კვარტალში გამოუშვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი