NBA-ს სუპერსვარსკვლავი კობი ბრაიანტი კრიპტოვალუტის საკითხებზე სამიტს დაესწრება

0
1948

NBA-ს სუპერსვარსკვლავი კობი ბრაიანტი სან-ფრანცისკოში გასამართ NiTRON 2019-ის სამიტზე სტუმრის სტატუსით წარსდგება. ის ინტერნეტ პროექტ TRON-ის შესახებ ისაუბრებს.

კობი ბრაიანტი კონფერენციაზე მიიწვიეს, როგორც სპეციალური სტუმარი, რათა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თავისი შეხედულებები და გამოცდილება კონფერენციაში მონაწილეებს გაუზიაროს.

როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, კობი ბრაიანტი TRON-ის დამფუძნებლის ჯასტინ სანის მიერ არის მიწვეული.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, კრიპტო საზოგადოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით “სელებრითები” შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ, ემინემმაც კი განაცხადა, რომ “ახლა ყველაფერს ბიტკოინი აკეთებს”.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის საფეხბურთო კლუბის, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი სინაგაპურში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა GCOX-თან პარტნიორობდა. პარნიორობის მიზანს ფეხბურთელის სახელობის მონეტის OWN coin-ის შექმნა წარმოადგენდა.

უფრო ადრო კი, ინვესტორმა და NBA-ს Dallas Mavericks-ის გუნდის მფლობელმა მარკ კუბანმა “ტვიტერზე” დაანონსა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის გულშემტკივრები თამაშის ბილეთებს ბიტკოინით შეიძენდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი