მექსიკის მეორე უმდიდრესი ადამიანი ბიტკოინის მფლობელია

0
1185

მექსიკის მეორე უმდიდრესი ადამიანი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

კონგლომერატის Grupo Salinas–ის თავმჯდომარემ და მექსიკის მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, რიკარდო სალინას პლიეგომ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მან პირველი ბიტკოინი 2013 წელს იყიდა, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 200 დოლარს შეადგენდა.

მილიარდერის აზრით, ეს თავისი ყველა დროის საუკეთესო ინვესტიცია იყო.

ამ ეტაპზე ინვესტორს დაახლოებით ფინანსების 10% ბიტკოინში აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი თავდაპირველად ინვესტორებს იზიდავდა, როგორც ვაჭრობის საშუალებას. თუმცა რიკარდო სალინა ახლა დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის პოტენციალი უფრო დიდია და მომავალში მისი ღირებულებითი მახასიათებლების სხვა უფრო მრავალფეროვანი გზით გამოყენებას შეეცდება.

სალინასის თანახმად, ბიტკოინის თვისებები განსაკუთრებით მიმზიდველია ლათინური ამერიკის ეკონომიკისთვის, სადაც ტრადიციული ვალუტის გამოყენება მცირდება და ინფლაცია ყოველდღიურად იზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი