ვენესუელასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა, პეტროთი წარიმართოს

0
1663

რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ტელეარხი RT ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვენესუელა რუსეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დროს რუბლს გამოიყენებს.

ვენესუელის წარმომადგენელმა გაეროში ჟორჟ ველერომ განაცხადა, რომ ისინი ასევე განიხილავენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის, პეტროს გამოყენებასაც.

ვალერო აცხადებს, რომ ვენესუელის ხელისუფლება ახლა მუშაობს რუსეთთან, რათა იპოვოს შესაძლებლობები, რომ თავიდან იქნას აცილებული ორ ქვეყანას შორის დოლარით ვაჭრობა.

ამდენად, ორი ქვეყნის ხელისუფლება, სავარაუდოდ, რუსული რუბლის გამოყენების გარდა, ასევე გამოიყენებს ვენესუელის ნავთობით გამყარებულ ციფრულ ვალუტას, პეტროს.

ვენესუელაში ახლა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ვითარება კი აშშ-ს ახალი სანქციების ფონზე უფრო გაუარესდა. ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მოქალაქეებისთვის პეტროს შეძენაზე აკრძალვა შემოიღო.

მიუხედავად ამისა, ვენესუელის წარმომადგენელი გაეროში, ჟორჟ ვალერი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ვენესუელას საგარეო ვალის გადახდაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტა პეტრო შეიქმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე და ჰიპერინფლაცია შეემცირებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი