ევროპის ცენტრალური ბანკი: კრიპტოვალუტას ტრადიციულ ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ აქვს

0
1411

ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ციფრულ ვალუტას ტრადიციულ ეკონომიკაზე არ აქვს დიდი გავლენა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია ციფრული ვალუტის პოტენციურ გავლენებზე.

უფრო კონკრეტულად კი ბანკი აცხადებს, რომ თუკი კრიპტოვალუტა ნდობას მოიპოვებს მაშინ შესაძლოა, მას ჰქონდეს რეალური გავლენა ტრადიციულ ეკონომიკაზე. თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად, ციფრული ვალუტა ტრადიციული ვალუტის ფუნქციას არ ასრულებს.

ბანკი ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის გამოშვება მაინც შეზღუდულია, ხოლო ციფრული ვალუტის კურსი ძალიან არასტაბილურია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დასკვნის სახით მოცემულია, რომ კრიპტოვალუტა არის არასტაბილური ბუნების და სწორედ ეს უშლის ციფრულ ვალუტას ხელს, რათა ვალუტის ფუნქციები შეითავსოს.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ ბაზარზე გავლენას ვერ ახდენდა.

ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ფრანსუა ვილეროი დე გალაუმ განაცხადა, რომ ბანკი ყურადრებით აკვირდებოდა ციფრული ვალუტის განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი