Ant Group-ი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად Blockchain პლატფორმას ქმნის

0
1092

ჩინეთის Ant Group-ი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ტრანსსასაზღვრო სავაჭრო პლატფორმას ქნის.

Ant Group-მა თავისი ახალი Antchain-ზე დაფუძნებული გლობალური სავაჭრო პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკვე წარადგინა.

Trusple პლატფორმა მომხმარებელს Blockchain-ის, AI და IoT ტექნოლოგიის გამოყენებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტრანსსასაზღვრო სავაჭრო პროცესების გამარტივების მიზნით სთავაზობს.

Trusple-ის მონიტორინგის საშუალებით, პლატფორმა ემყარება კონცეფციას “Trust Made Simple” და მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის პროცესის გამარტივებას.

”Trusple-ი ისეთი მცირე და საშუალო ბიზნესის და ფინანსური ინსტიტუტების პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა, რომლებიც მონაწილეობენ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში”,- განაცხადა Ant Group-ის პრეზიდენტმა, გუოფეი ჯიანგმა.

პრეზიდენტის განცხადებაში სავარაუდო პრობლემების შესახებაც იყო საუბარი.

პრობლემები მოიცავს ნდობის ნაკლებობას, რაც იწვევს გადაზიდვისა და გადახდის შეფერხებას, ასევე დამატებით საბანკო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია შეკვეთების ნამდვილობის გადამოწმებასთან.

ამის შესამსუბუქებლად, Trusple გამოიყენებს Ant Group- ის ბოლოდროინდელ Blockchain მიღწევას, რომელიც მოიცავს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი