15 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1292

ხუთშაბათს, 15 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ციფრული ვალუტის ბაზარი გუშინდელ დღესთან შედარებით, ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის კურსმა 14 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 2.46%-ით დაიკლო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 62.390 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი მეტ-ნაკლებად უკან იხევს.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 53%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე მსხვილ ციფრულ ვალუტას, ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 280 მილიარდი დოლარია. ბიტკოინის კურსის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირებულია. თუმცა ალტკოინის ფასი ისევ 2.400 დოლარის ზემოთ განაგრძობს მოძრაობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 3.26%-ით გაიზარდა. საბოლოოდ ეთერიუმის ფასმა 2.430 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 15 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 196 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი