დიდი ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანო 50 არაავტორიზებული კრიპტო კომპანიის საქმეს იძიებს

0
807

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ FCA-მ განაცხადა, რომ ბოლო ექვს თვეში, არარეგისტრირებულ კრიპტოვალუტის კომპანიებთან დაკავშირებული 300-ზე მეტი საქმე გახსნა.

ფინანსური ქცევის ორგანო მიიჩნევს, რომ საქმეების უმეტესობა თაღლითობასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ქვეყნის ფინანსური სადამკვირვებლო ორგანო 50-მდე აქტიურ საქმეს აწარმოებს დამოუკიდებლად.

უმრავლესობა ავტორიზებული კრიპტო ბიზნესის მიმართ კრიმინალურ საგამოძიებო საქმეს წარმოადგენს.

გასული წლის მონაცმეებით FCA-მ განაცხადა, რომ მოქალაქეებისაგან 16,400 საჩივარი მიიღო. საჩივრები კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითურ ოპერაციებს ეხებოდა.

მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ აღნიშნული საქმეების გათვალისწინებით გაატარებს უფრო მკაცრ პოლიტიკას ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით.

მარეგულირებელი ასევე გამოიყენებს მის ხელთ არესებულ ყველა ინსტრუმენტს. ამასთანავე, ორგანო უფრო მკაცრი იქნება იმ კომპანიებთან, რომლებსაც გაერთიანებულ სამეფოში მუშაობა სურთ.

კრიპტოვალუტის ბირჟები და კომპანიები, რომლებიც ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს უზრუნველყოფენ, უნდა დარეგისტრირდნენ FCA-ში, რათა მათ ჰქონდეთ ლეგალური მუშაობის უფლება.

მარეგულირებლის განცხადებით, ამჟამად, 200-მდე მსურველი კომპანიიდან 32 უკვე ლეგალურად ოპერირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი