ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მითითებები გამოსცა

0
903

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ პროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის და რისკების მართვის შესახებ.

ამ ნაბიჯით ისრაელის მთავრობა გამოთქვამს ერთგვარ მზაობას ბანკებსა და ციფრული ვალუტის სერვისის პროვაიდერებს შორის ურთიერთობების ლეგალიზაციასა და რეგულირებაზე.

ამ ახალი ხედვის დასასაბუთებლად დოკუმენტში საუბარია ციფრული ვალუტის სექტორში საზოგაოდების გაზრდილ ჩართულობაზე.

„ციფრულ ვალუტაში მომხმარებელთა აქტივობის ზრდისა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა ცირკულარული პროექტი, რომელიც კონკრეტული რისკების მართვას შეეხება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკი ხაზს უსვამს კრიპტოვალუტების ტრანზაქციების პოტენციურ რისკს, რომელიც ციფრული საფულეების ანონიმურობას შეეხება. განცხადებაში ფულის იდენტიფიკაციის მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც არის საუბარი.

ამ დროისთვის, ეს ამოცანა დაყოფილია ორ ძირითად კომპონენტად: რისკების მკაცრი შეფასება და ციფრული ვალუტის შესყიდვისას გამოყენებული ნაღდი ფულის მფლობელის ვინაობის დადგენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი