შვეიცარიაში კრიპტოვალუტის უსაფრთხოების საკითხი კვლავ განიხილება

0
1165

შვეიცარიაში მოქმედი კაპიტალის ბაზრებისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ გამოაქვეყნა ინდუსტრიის ერთიანი სტანდარტი ციფრული აქტივების აღრიცხვისა და მართვის შესახებ.

“ციფრული ქონების აღრიცხვის სტანდარტი” მიზნად ისახავს განმარტოს განსხვავებები კრიპტოვალუტებსა და ტრადიციულ აქტივებს შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში გახშირებული იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

რიგ შემთხვევებში კი ადგილი ჰქონდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.

ყოველწლიურად ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო რისკების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვეიცარიაში Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ მოქალაქეების ინტერესი გაზრდილია.

თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი ინტერესი ფულის გათეთრების საშიშროებას ზრდის.

“ფულის გათეთრების ტრადიციული საშუალებების გარდა, ფინანსურ ინდუსტრიას Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის მხრიდან შესაძლოა, ახალი საფრთხე ემუქრებოდეს”,- ნათქვამი იყო დოკუმენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი