3 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    კვირას, 3 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. ბოლო ორი დღეა, რაც ციფრული ვალუტების ფასები დასტაბილურდა. თუმცა გუშინ კურსის შემცირება მაინც დაფიქსირდა.

    დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 1%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის ფასი კი 3.450 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გასული დღეების მანძილზე ბიტკოინის კურსმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 3.523 დოლარზე მიაღწია.

    თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი მონაცემი 3%-ით ნაკლებია იმ ფასის ნიშნულზე, რომელზეც ბიტკოინი წინა ორშაბათს იყო.

    რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასმა, მსგავსად ბიტკოინისა, 1% დაკარგა. კრიპტოვალუტის კურსმა კვლავ 0.30 დოლარის გარშემო დაიწყო მოძრაობა.

    ბოლო 7 დღის მანძილზე რიპლის ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 2 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დღეს ალტკოინის კურსი 0.310912 დოლარს შეადგენდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 113.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *