9 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1292

ორი დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 45.524 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 2.32%-ით არის მომატებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის კურსის მომდევნო დონე 50.000 დოლარი იქნება.

ამჟამად ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 46.5%-ს, ხოლო ეთერიუმის – 19.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 3.107 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ექსპერტების პროგნოზით ციფრული ვალუტის მოსალოდნელი დონე 3.200 დოლარი იქნება.

უკანასკნელი 24 განმავლობაში ეთერიუმის კურსი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ ერთი კვირის მანძილზე ალტკოინის ფასის ნიშნული 20.29%-ით არის მომატებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 841 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი