შეილა უორენი: რეგულაციის გამო კრიპტო ბაზრის ცვლილება მოსალოდნელია

0
1141

ანალიტიკოსი შეილა უორენის თქმით, ციფრული ვალუტის ბაზარზე დრამატული ცვილებებია მოსალოდნელი.

ეს არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Blockchain და ციფრული აქტივების ხელმძღვანელის, შეილა უორენის სენტიმენტალური განწყობა. მან განაცხადა, რომ მარეგულირებელი სტრუქტურები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ციფრული ვალუტის სექტორით.

”ჩვენ ვნახავთ ამ სივრცის დარეგულირების საკმაოდ დრამატული მცდელობების კიდევ ერთ რაუნდს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სივრცეში უფრო და უფრო მეტი აქტივობაა ეს მარეგულირებელს გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს”,-აღნიშნა შეილა უორენმა.

კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხზე მთავრობების მხრიდან წამოსული რიტორიკა ორიენტირებულია მომხმარებლის დაცვაზე. ეს ინდუსტრიის ძალიან სერიოზული პრობლემაა. კრიპტო სივრცე კვლავ ჰაკერების თავდასხმის რისკის ქვეშ განაგრძობს არსებობას.

ამასთან, მთავრობების ბუნებრივი სურვილიც არის რეგულაცია, რათა გააკონტროლონ თავიანთ საზღვრებში ფულის გაცემა და ნაკადის მოძრაობა.

ამასთანავე, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ავტონომიური ხასიათი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტრადიციული სავალუტო სისტემის არსებობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი