ოთხშაბათს, 20 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობდა. ზრდის ტენდენცია კვირის დასაწყისიდანვე შეინიშნებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლებით იზრდება.
ბოლო 4 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 4.000 დოლარის ბარიერს მიუახლოვდა. დღესდღეობით კაპიტალიზაციის მაჩვენებლით პირველი კრიპტოვალუტის კურსი 3.971 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დღევანდელი ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 69.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი ფასის გაუმჯობესებას განაგრძობს. დღევანდელი მაჩვენებლების მიხედვით, ციფრული ვალუტის ფასი 146 დოლარს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის კაპიტალიზაცია 15.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 136 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
დღის განმავლობაში დაფიქსირდა მცირედი ცვლილებაც, როცა კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 134 დოლარზე დაეცა.