Marathon Digital Holdings-მა დროებით მუშაობა შეწყვიტა

0
784

ბიტკოინის მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-მა გაუმხილა საზოგადოებას, რომ კომპანიის 75% გამორთულია მას შემდეგ, რაც 11 ივნისს მონტანას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს.

კომპანიის განცხადებში ნათქვამია, რომ ქალაქ ჰარდინში მდებარე ელექტროენერგიის გამომუშავებელ საწარმოს 11 ივნისის ქარიშხლის შემდეგ არ გაუნუახლებია მაინინგ კომპანიისათვის საჭირო ენერგიის მიწოდება, რამაც მაინინგის ჯაჭვში 75 პროცენტიანი შემცირება გამოიწვია.

კომპანიის ცნობით, პირველმა ელექტრო ტესტებმა დაადგინა, რომ კომპანიის სისტემა არ დაზიანებულა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ ქარიშხლის შემდეგ 30 000 მოწყობილობა, ანუ კომპანიის 75% გამორთულია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე ორ-ნახევარი კვირაა მაინინგის საქმიანობა საერთოდ შეწყვეტილია.

„Marathon-ის მიერ ბიტკოინის წარმოება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შემცირდება მანამ, სანამ არ დასრულდება მონტანაში ელექტროენერგიის გენერირების ობიექტის შეკეთება ან სანამ მაინერები ახალ ობიექტებში არ გადანაწილდებიან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, სანამ BeoWulf Energy-ის დაზიანებული ელექტროსადგური არ შეკეთდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი