19 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1721

სამშაბათს, 19 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის ფასები მაღლა და მაღლა მიიწევს.

ბიტკოინის ფასი თანდათან უახლოვდება 4.000 დოლარის ნიშნულს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი 4.4%-ით გაიზარდა და საბოლოოდ ფასის ნიშნული 3.941 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 17 თებერვალს ბიტკოინმა გარკვეული დაბრკოლებები გადალახა და გუშინ, 19 თებერვალს მოახერხა და 3.973 დოლარამდეც კი მიაღწია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასის ნიშნული დაახლოებით 3.5%-ით არის გაუმჯობესებული. კრიპტოვალუტის ფასი 150 ნიშნულს უახლოვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ 12 თებერვლიდან ალტკონის კურსი 22%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 135 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს კი ნიშნავს, რომ წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით კაპიტალიზაცია დაახლოებით 10 მილიარდით გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი