“გაზპრომბანკი” შვეიცარიაში კრიპტოვალუტის ტრანზაქციების საპილოტე პროგრამას განახორციელებს

0
1937

რუსეთის მსხვილი სახელმწიფო ბანკი “გაზპრომბანკი” შვეიცარიაში კრიპტოვალუტის ტრანზაქციების საპილოტე პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

გაზპრომბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ სობოლის განცხადებით, შვეიცარია შეირჩა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა კრიპტოვალუტასთან მიმართებაში ლიბერალური კანონმდებლობით გამოირჩევა.

“ეს პროექტი არ იქნება დიდი მასშტაბით, ეს იქნება მხოლოდ ჩვენთვის. პროექტის მოტივი იყო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნა ჩვენი კერძო კლიენტების მხრიდან. ამიტომ ჩვენ ახლა ვაკვირდებით, როგორ შეგვიძლია ამ სერვისის ორგანიზება”.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი მომავალში კრიპტოვალუტის რა სერვისი იქნება შეთავაზებული. “გაზპრომბანკი” რაიმე კონკრეტულ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს, თუ საკუთარ ინვესტიციებს განახორციელებს.

ამ წლის იანვარში, რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა, Sberbank ასევე განაცხადა, რომ შვეიცარია საკუთარი კრიპტოვალუტის ბირჟის გასახსნელად აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, რუსეთში კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი განხილვის პროცესშია. 25 იანვარს წარმოდგენილი ციფრული აქტივების რეგულირების კანონპროექტის საკითხმა საბოლოო სახე 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი