კრიპტოვალუტების ფასები შემცირებულია

0
1517

სამშაბათს, 8 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა უკან დახევა დაიწყო. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების ფასები ისევ შემცირდა.

ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა გასულ კვირას შეძლო და 19.400 დოლარის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის ფასი ამ ზღვარს ჩამოსცდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 18.896 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 19.191 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის მანძილზე ალტკოინის ფასი დაახლოებით 3.34%-ით არის შემცირებული. ეთერიუმმა 600 დოლარის დონის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 7 დეკემბერს ციფრულ ვალუტაზე ვაჭრობა 591 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე კი ეთერიუმის ფასი 580 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 557.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი