BitBay-მ ორი საათით მუშაობა შეწყვიტა

0
1126

ესტონეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის კომპანია BitBay თითქმის ორი საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი აღარ იყო.

BitBay-ის მიერ გათიშვამდე ორი საათით ადრე გამოქვეყნდა “ტვიტი”, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდათ გადაიცხვების შესაჩერებლად და მიმდინარე ოპერაციების დასასრულებლად, რაც სრულიად არ აღმოჩნდა საკმარისი დრო ბირჟის კლიენტებისათვის.

ბირჟა ორ საათში ისევ დაბრუნდა ონლაინ რეჟიმში. თუმცა ეს შეფერხება ბირჟას სამომავლოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის. მიუხედავად იმისა რომ, ბირჟამ განაცხადა, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის თაობაზე.

ბირჟა ხარვეზებით მუშაობს და განსაახლებელია, მაგრამ წარმომადგენლებს კონკრეტული მიზეზი მაინც არ უთქვამთ გათიშვის შესახებ.

წელს ეს უკვე მეორე არაგეგმიური გათიშვა იყო კომპანიის მხრიდან. მარტში კლიენტები 18 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ წვდომას მათ სასურველ სერვიზებზე, მაგრამ მაშინ კომპანიამ ეს გარე პროვაიდერს და ქსეულ ხარვეზს დააბრალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი