ლიეტუვას ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის გადახდის სისტემაში გამოყენებას ისევ კრძალავს

0
1784

ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტებისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO)-ს შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურმა ბანკმა 2017 წელს გამოხატა პირველად თავისი პოზიცია კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით. მაშინდელი ბანკის განცხადება ციფრული ვალუტის გადახდის სისტემაში გამოყენების საკითხს ეხებოდა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, თუ როგორ და რა პირობებით უნდა ფუნქციონირებდეს ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში.

ბოლო დოკუმენტის თანახმად კი, შეიძლება ითქვას, რომ ბანკი კვლავ იმავე პოზიციას ინარჩუნებს. როგორც ჩანს, ციფრული ვალუტით გადახდის სერვისი კვლავ განუხორციელებელი რჩება.

თუმცა ბანკის პოზიცია ფინანსური სახსრების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის არის კრიპტოვალუტით ვაჭრობა და ციფრული ვალუტის სივრცეში ინვესტიციების განხორციელება.

ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში კვლავ დაუშვებელია კრიპტოვალუტით სესხების გაცემა ან ციფრული აქტივების მიღება გირაოს სახით.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიეტუვა ICO-სთვის ახალ მარეგულირებელ სისტემას ამზადებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი